weather cur horoscope tv
ნოემბერი 14, 2024

განათლების სამინისტრო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან 1000-ზე მეტ სტუდენტს დააფინანსებს

18:30 ხუთშაბათი, 30 ნოემბერი 2017

მთავრობის გადაწყვეტილებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 1000-ზე მეტი სტუდენტის 2017-2018 წლის სწავლებას დააფინანსებს.

მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ სტუდენტები, რომელთა ოჯახებმაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის გადმოწევის, მავთულხლართების გავლებისა და სხვა ბარიერების აღმართვის შედეგად ქონებრივი ზიანი მიიღეს და რომლებიც ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ან მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლობენ.

2013 წელს სამინისტრომ 471, 2014 წელს - 586, 2015 წელს - 736, 2016 წელს კი 905 სტუდენტი დააფინანსა.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, სახელმწიფოს მიზანია, სტუდენტთა ხელშეწყობა და ფინანსური მხარდაჭერა როგორც საქართველოში სწავლით, ასევე საზღვარგარეთ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]