„ჩვენი მიზანია მოვძებნოთ და აღმოვაჩინოთ ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ გაყიდვების სფერო, არიან მოტივირებულები და ეძებენ სიახლეებს. ფინკა ბანკის ტრენერები ტრენინგის მონაწილეებს ინოვაციური და განსხვავებული მეთოდებით შეასწავლიან გაყიდვების ტექნიკებს. მთელი ტრენინგი აგებულია პრაქტიკულ მაგალითებსა და სავარჯიშოებზე. ხაზგასასმელია, რომ ტრენინგის მონაწილეები შეიძენენ ახალ უნარებსა და ცოდნას. გარმორჩეულ მონაწილეებს შევთავაზებთ საკრედიტო ოფიცრის 3 თვიან სტაჟირების პროგრამას შემდგომი დასაქმების შესაძლებლობით“ - ამბობს ფინკა ბანკის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლელა თოფურია.
ტრენინგზე განაცხადის გაგზავნა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს საქართველოს ყველა ქალაქიდან, განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 3 დეკემბერი.
დაინტერესებულ პირებს სააპლიკაციო ფორმის ნახვა შეუძლიათ www.finca.ge-ზე, ტრენინგის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, აპლიკანტთა შერჩევა მოხდება სპეციალური კრიტერიუმების საფუძველზე, როგორიც არის, მაგალითად, სამოტივაციო წერილი, სტაჟირების გავლის სურვილი და სხვა.
ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ კანდიადტებს გაუკეთდებათ საკრედიტო ოფიცრების სტაჟირების პროგრამაზე შეთავაზება და შემდგომ რეალური შანსი ექნებათ დასაქმდნენ ფინკა ბანკში.
ფინკა ბანკის 2 დღიანი უფასო ტრენინგი 11 დეკემბერს თბილისში დაიწყება.
ფინკა ბანკის ინფორმაცია [R]