weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იმერეთში ყალბი 50 და 100 ლარიანი კუპიურების გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

11:18 პარასკევი, 01 დეკემბერი 2017

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, იმერეთში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ყალბი 50 და 100 ლარიანი კუპიურები გაასაღეს. 

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია 15 ერთეული ყალბი 100 ლარიანი კუპიურა. ამ ეტაპზე ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]