weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

იან კელი - არის კითხვა როგორ აღმოჩნდნენ ლიკვიდირებული პირები საქართველოში

13:54 პარასკევი, 01 დეკემბერი 2017

„არსებობს კონკრეტული კითხვები, რადგან ეს პირები იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, როგორ აღმოჩნდნენ ისინი საქართველოში. ძალიან ინტერესით ვაკვირდებით ამ პროცესს“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული პირების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის თხოვნით აშშ-დან ექსპერტები ჩამოვიდნენ და ქართულ მხარეს სპეცოპერაციის საქმის გამოძიების პროცესში ეხმარებიან.

საქართველოს შიგანა საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაციის წევრები საქართველოში არალეგალური გზით შემოვიდნენ.

„ყველა დეტალი და ნიუანსი დღეის მდგომარეობით დგინდება. პირველადი მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო არალეგალური გზა. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ყველა დეტალი იქნება გამოკვლეული და შესაბამისად, გექნებათ ყველა პასუხი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა 4 სამართალდამცავი. სუს-ის ცნობით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებულთა შორის არის „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი ახმედ ჩატაევი. 26 ნოემბერს, სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ არსებობს ეჭვი, სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულთა შორის ახმედ ჩატაევი იყოს. მისივე თქმით, გარდაცვლილი პირების ვინაობა ექსპერტიზების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. მედიით გავრცელებული ფოტოდან, რომელზეც აფეთქების შედეგად შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის დანაწევრებული სხეულია ასახული, ახლობლებმა ახმედ ჩატაევი ამოიცნეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]