„რაც შეეხება სურათებს, რომელიც გავრცელდა, ერთ სურათზე არის ასახული ის პირი, რომელიც იქნა ლიკვიდირებული“, - აღნიშნა გიორგობიანმა.
რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია და ორი ახალგაზრდა მამაკაცის ფოტო, რომლის მიხედვითაც ისინი შეიარაღებული ჯგუფის წევრები იყვნენ და სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილიდან გაქცევა მოახერხეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს დაადასტურა, რომ სპეცოპერაციის შედეგად ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დაჯგუფება „იარმუკის“ მეთაური ახმედ ჩატაევია ლიკვიდირებული.
სუს-ის პრესპიკერმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებულთა შორის, „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენიანი პირი, წარმოშობით პანკისელი ადამ (გურამ) გუმაშვილია.
ნინო გიორგობიანის თქმით, გამოძიების ფარგლებში დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული ჯგუფის წევრები საქართველოში და ასევე დგინდება მათი შესაძლო კავშირი სხვა დანაშაულებრივ პირებთან.