weather cur horoscope tv
ნოემბერი 14, 2024

დაბა ფასანაურში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

15:39 პარასკევი, 01 დეკემბერი 2017

დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურშისაზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდა იუსტიციის სახლის სერვისების, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომსახურებების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისების (მაგალითად, სასკოლო ატესტატის) ადგილზე მიღება. ასევე, „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც. მანამდე ფასანაურში არ არსებობდა არც ბანკის და არც მობილური ოპერატორის ოფისი.

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნამდე ადგილობრივ მცხოვრებლებს სახელმწიფო და კერძო სერვისების მისაღებად ფასანაურიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით დუშეთში ჩასვლაუწევდათ.

ფასანაურის საზოგადოებრივი ცენტრი დაბაში მცხოვრებ 2000-მდე მომხმარებელს და მიმდებარე სოფლების (წინამხარის, უკანამხარის, დავითურნის, ვეშაგურნის, სოდევეს, მეჯილაურნის, ბანცურის, ცხვედიეთის, ხევშას, ჭიკანის, ჩირიკის, წინკობანის, ჩადისციხის, ზემო ამირნის, წიფორის) 741 კომლის მცხოვრებლებს მოემსახურება.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრში ათამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა.

ფასანაურის საზოგადოებრივი ცენტრის ადგილზე თვითმმართველობის ძველი შენობა და ბიბლიოთეკა იყო განთავსებული, სადაც წიგნები არასათანადო პირობებში ინახებოდა. ფასანაურის ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა მოეწყო; აქ ელექტრონულ და ახალ წიგნებთან ერთად ძველი ბიბლიოთეკის ფონდიცაა დაცული.

საზეიმო ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მოქმედი და ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატები ზაქარია ქუცნაშვილი და ირაკლი ტრიპოლსკი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი და დუშეთის გამგებელი ესწრებოდნენ.

საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი ცენტრები ფუნქციონირებს რვა რეგიონსა და 35 მუნიციპალიტეტში. 50 საზოგადოებრივ ცენტრში ამ დრომდე 500 000-მდე სერვისი გაიცა, 2 000-მდე ღონისძიება ჩატარდა და 460 ადამიანი დასაქმდა. ფასანაურის გარდა, დღეისათვის უკვე ფუნქციონირებს 49 საზოგადოებრივი ცენტრი ზეინდარში, შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, ტყვიავში, ვალეში, ბერძენაულში, უსახელოში, კიცხში, ლაჯანაში, ბარალეთში, კუმურდოში, წალკაში, კოხნარში, ბაკურიანში, თბილისსა (გლდანში) და მეორე სვირში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]