კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად ტაძარი მიწისაგან და მცენარეებისაგან გაიწმინდა, გადაეწყო ფასადებიდან დაძრული საპირე ქვები, აღდგა ჩამონგრეული კედლები, სახურავი გადაილესა კირხსნარით და კრამიტით დაიხურა, იატაკი ქართული აგურით მოპირკეთდა, ეკლესიის გარშემო მოეწყო სარინელი და დამონტაჟდა მაგარი ჯიშის ხის მასალისგან დამზადებული კარები.
ოჟიოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „სალდომ“ განახორციელა.