weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თბილისში ჩხუბის დროს დაჭრილი მეორე მოზარდიც გარდაიცვალა

14:24 შაბათი, 02 დეკემბერი 2017

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს დაჭრილი მეორე მოზარდი გარდაიცვალა. მისი მდგომარეობა უკიურესად მძიმე იყო. რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგი დავით ლოლაძე აცხადებდა, რომ 16 წლის ბიჭისთვის სისხლდენის შეჩერება ვერ ხერხდებოდა.

1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად  51-ე სკოლის მე-11 კლასის ორი მოსწავლე ცივი იარაღით დაჭრეს. დაჭრილები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე დაჭრილს სამი გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთეს. ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]