weather cur horoscope tv
ნოემბერი 14, 2024

ყაჩაღობის ბრალდებით თერჯოლაში აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს

15:46 შაბათი, 02 დეკემბერი 2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცავებმა თერჯოლის რაიონის სოფელ ბროლისქედში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - 1988 წელს დაბადებული რ.ა. და 1973 წელს დაბადებული ჰ.ა. დააკავეს. მათ ბრალად ყაჩაღობა ედებათ.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ 1 დეკემბერს ხარაგაულის რაიონის სოფელ საქასრიაში ნ.მ.-ს და ა.მ.-ს, რომლებიც „ბმვ“-ს მარკის ავტომობილით თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მიემართებოდნენ, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ხუთი პირი თავს დაესხა.

თავდამსხმელებმა მათ, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით და ძალის გამოყენების მუქარით, 140 ათასი აშშ დოლარი, მობილური ტელეფონები, ასევე, პირადი ნივთები გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ორგანიზებული ჯგუფის ყველა წევრის ვინაობა დაადგინეს. დადგინდა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შორის სამი საქართველოს მოქალაქეა, ორი კი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე. წინასწარი ინფორმაციით, ორივე მათგანი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, ე.წ. კანონიერი ქურდის - ნ.ს.-ს (ზედმეტსახელად „გული“) დაჯგუფების აქტიური წევრები არიან.

სამართალდამცველებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი - რ.ა. და ჰ.ა. მომხდარიდან მეორე დღეს, თერჯოლის რაიონის სოფელ ბროლისქედში, ავტომობილით გადაადგილებისას დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, გატაცებული თანხის ნაწილი - 90 ათასი აშშ დოლარი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ჯგუფის სხვა წევრების დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები“, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]