„სამი ოთხი ბიჭი გამოვედით სპორტ დარბაზიდან. შენობას რომ გამოვცდით ისეთი საშინელი ხმა იყო, ჩავიკეცეთ. იმ ადგილზე მიწაა ამოთხრილი, კიდევ კარგი ახლო–მახლო არავინ იმყოფებოდა“, - ციტირებს „სამხრეთის კარიბჭე“ თვითმხილველების კომენტარს.
აფეთქებისას მანქანის მეპატრონე სპორტულ დარბაზში იყო. გარეთ მას შემდეგ გამოვიდა, რაც აფეთქების ხმა გაიგო. ამბარცუმ ბაბობიანი ამბობს, რომ მომხდარს ვერაფერს უკავშირებს.
პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.