weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

წნორში ცოლზე ძალადობის ბრალდებით 27 წლის მამაკაცი დააკავეს

12:40 კვირა, 03 დეკემბერი 2017

პოლიციამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის დაბა წნორში ცოლზე ძალადობის ბრალდებით 27 წლის გ.ხ. დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს, 31 წლის ე.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შსს-ს ცნობით, დაზარალებული ქალი ამ დროისთვის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლითმიმდინარეობს“, - განაცხადეს შს სამინისტროში.

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს კახეთში ოჯახური ძალადობის დროს 1 ადამიანი მოკლეს, 5-მა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო, სხვადასხვა სახის ძალადობის 128 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც სისხლისამართლებრივი დევნა 120 შემთხვევაში დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]