weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

85 წლის გიორგი ტყაბლაძეს პრომეთეს მღვიმის დაცვისთვის ღირსების ორდენი გადაეცა

14:45 კვირა, 03 დეკემბერი 2017

85 წლის გიორგი ტყაბლაძეს, რომელიც პრომეთეს მღვიმეს 23 წლის განმავლობაში ანაზღაურების გარეშე იცავდა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილმა, ღირსების ორდენი, მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცა.

გიორგი ტყაბლაძე პრომეთეს მღვიმეში 1984 წლიდან 2007 წლამდე დარაჯად, უხელფასოდ მუშაობდა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის პრომეთეს მღვიმის უნიკალური ბუნებრივი ძეგლის პირვანდელი სახით შენარჩუნებაში. მნიშვნელოვანი დამსახურებისთვის, 2010 წელს, მღვიმის სახმელეთო გამოსასვლელის ტერიტორიაზე მისი ძეგლიც გაიხსნა.

პრომეთეს მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მღვიმის ახალი დარბაზები 1984 წელს აღმოაჩინეს. 90-იან წლებში კი სამუშაოები შეჩერდა. ამ პერიოდიდან მღვიმეს გიორგი ტყაბლაძე იცავდა. მღვიმის ტურისტულ ობიეტად გადაქცევა 2010 წლიდან დაიწყო და დამთვალიერებლებისთვის 2011 წელს გაიხსნა.

მღვიმე ულამაზესი ნაღვენთი ფორმებით გამოირჩევა, აქ ნახავთ განსაკუთრებული ფორმის სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, სტალაგნატებს, ჰელიქტიტებს, გაქვავებულ ჩანჩქერებსა და ჩამოკიდებულ ქვის ფარდებს. მღვიმის ფართობი 46,6 ჰექტარია. „პრომეთეს მღვიმე“ სხვა მღვიმეებისგან განსხვავებით განიერი კორიდორებით ხასიათდება. მაქსიმალური სიგანე 25-30 მეტრია, ჭერის სიმაღლე 20-25 მეტრი, ზოგიერთი დარბაზის სიგრძე 80-100 მეტრს აღწევს. აქ 17 სხვადასხვა ზომის დარბაზია. მღვიმეში არსებული ბილიკის სიგრძე 1,420 მეტრია, ხოლო ჯამური სიგრძე 20,000 მეტრს შეადგენს. მღვიმეს აქვს ორი გასასვლელი: ერთი ბოლოვდება მდინარით, რომელზეც ნავით გასეირნებაა შესაძლებელი, მეორე გასასვლელი კი საფეხმავლოა და მღვიმის დარბაზიდან გარეთ გამოვყავართ.

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს შორის პრომეთეს მღვიმეს ყველაზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. სტატისტიკის მიხედვით, დაცული ტერიტორიები 2017 წლის პირველ შვიდ თვეში 489 909 ადამიანმა დაათვალიერა. ყველაზე მეტი - 81 110 ვიზიტორი პრომეთეს მღვიმეს ეწვია. მეორე ყველაზე პოპულარული მიმართულება მარტვილის კანიონია, რომელსაც 74 580 ვიზიტორი ჰყავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]