ხულოს მერმა გოჩა მელაძემ აჭარის ტელევიზიასთან საუბარში განაცხადა, რომ ხანძრის გავრცელებამდე სკოლის ინვენტარის ნაწილის გადარჩენა მოხერხდა, ხანძრით დაზარალებული ორი ოჯახი კი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
მერი პირობას დებს, რომ დაზარალებულ ოჯახებს დროებით ქირით უზრუნველყოფენ.
სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში, სადაც 107 ბავშვი სწავლობს, რამდენიმე დღე სასწავლო პროცესი შეწყდება. მოსწავლეებს ან ახლომდებარე სკოლაში გაანაწილებენ, ან ახალ ალტერნატიულ ფართს მოიძიებენ.
წინასწარი ვერსიით, ცეცხლი ბოსლიდან გავრცელდა.