weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ახალციხეში ხულიგნობის ბრალდებით 5 ახალგაზრდა დააკავეს

00:15 ორშაბათი, 04 დეკემბერი 2017

ახალციხეში, რესტორან „ჯინო ველნესში“ „ბრითიშ პეტროლიუმის“ თანამშრომლებთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ხუთი ახალგაზრდა დააკავეს. სასამართლომ დაკავებულებიდან ოთხს პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი გირაო 30 ათასი ლარის ოდენობით.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ტელეკომპანიის, „მეცხრე არხის“ ინფორმაციით, ინციდენტში 8 ადამიანი მონაწილეობდა, BP-ის სამი თანამშრომელი და მეორე მხარეს ხუთი ადგილობრივი ახალგაზრდა.

პოლიციამ ინციდენტის შემდეგ, დილის 7-დან 10 საათამდე პერიოდში ახალგაზრდები დაკითხა, შემდეგ გაუშვეს, შუადღით კი პროკურატურა სასამართლოში მათი დაკავების შუამდგომლობით შევიდა, - იუწყება ადგილობრივი ტელეკომპანია ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატზე, ნუგზარ სამარჯიშვილზე დაყრდნობით.

„საქმეში იარაღი არსად ფიგურირებს, მხოლოდ ერთს აქვს ჩვენება მიცემული, მგონი ბლაგვი საგანი იყოო, თუმცა კადრებში არანაირი საგანი არ ჩანს და მხოლოდ ჩვენების საფუძველზე მოხდა მათი დაკავება“, - ციტირებს ადვოკატის კომენტარს ტელევიზია.

კიდევ ერთი დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სათვალთვალო ვიდეოკამერის მიერ გადაღებული მასალების მიხედვით ინციდენტში საერთოდ არ ჩარეულა, ბრალი კი ხულიგნობის მუხლით წაუყენეს. „თან პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა, თითქოს გამოძიებას დაემალა. არადა, სახლში იყო და არსად წასულა“, - აღნიშნავს ადვოკატი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239–ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ხულიგნობას ძალადობით ან ძალადობის მუქარით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4–დან 7 წლამდე.

წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 25 იანვარს ჩაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]