weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გორში სლოტ-კლუბის დაყაჩაღების ბრალდებით 22 წლის მამაკაცი დააკავეს

14:32 ორშაბათი, 04 დეკემბერი 2017

ქალაქ გორში ცეცხლსასროლის მსგავსი სანთებელა-პისტოლეტით სლოტ-კლუბი დააყაჩაღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 22 წლის მამაკაცია დაკავებული. გამოძიებით დადგინდა, რომ მან თანამზრახველთან ერთად სლოტ-კლუბიდან 1650 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა, ნ.გ.-ს პირადი ჩხრეკისას, გატაცებული თანხის ნაწილი, დანა, სამედიცინო ხელთათმანები და პირბადე ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - შავი ფერის 2 სანთებელა-პისტოლეტი“, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, დაკავებული თანამზრახველის დადგენა-დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]