weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მოსწავლეთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

17:25 ორშაბათი, 04 დეკემბერი 2017

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოსწავლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ და მიმალვაში მყოფ მოზარდებს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 9 იანვარს ჩაინიშნა.

პროკურორ იოსებ ხუციშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულს დუმილი არ დაურღვევია.

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე 1-ელ დეკემბერს აკაკი ხორავას ქუჩაზე სხვა სკოლის უფროსკლასელებმა დანით სასიკვდილოდ დაჭრეს. ერთი ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე საავადმყოფოში. პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი მისცა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. მათგან ერთი დაკავებულია, მეორე კი გამოძიებას ემალება.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დღეს სამართალდამცავებმა დანაშაულის დაფარვის ბრალდებით სამი მოქალაქე - თ.კ., გ.შ. და ზ.წ დააკავეს. შს სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლოა, გაიზარდოს დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემ პირთა წრე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის საქმეზე 150 პირი დაიკითხა, თუმცა უმეტესობა გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]