weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბაღდათის ყოფილმა გამგებელმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

18:22 ორშაბათი, 04 დეკემბერი 2017

ბაღდათის ყოფილმა გამგებელმა ირაკლი გეგეშიძემ, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იგი თბილისში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი ნახეს. ირაკლი გეგეშიძეს ბაღდათის გამგებლის თანამდებობას 2014 წლიდან 2016 წლამდე იკავებდა. 

2016 წლის აპრილში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სამსახურმა ირაკლი გეგეშიძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე დააკავა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობდა, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოგვიანებით ირაკლი გეგეშიძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]