weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მეორე მოზარდი პოლიციას ჩაბარდა

18:39 ორშაბათი, 04 დეკემბერი 2017

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მეორე არასრულწლოვანი - გ.ჯ. გამოძიებას ჩაბარდა. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიების ამ ეტაპისთვის გამოვლენილი და დაკავებული ჰყავს მკვლელობის ორი ძირითადი ფიგურანტი. ასევე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში არიან მიცემული დანაშაულში მონაწილე სხვა პირები. საქმეში ჩართული დანარჩენი პირების სტატუსის განსაზღვრა/გადაკვალიფიცირებისთვის გამოძიება გრძელდება. 

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გამოძიების პროცესში თითოეული სამართალდამცველის მიერ გათვალისწინებული იყო საქმის სენსიტიურობა, მასში არასრულწლოვნების მონაწილეობის გამო. შინაგან საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა პოლიციელს, რომელთა 24-საათიანმა, ინტენსიურმა მუშაობამ უზრუნველყო საქმის გამოძიება და ბრალდებულების დაკავება. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ორი მოზარდის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მთელ საზოგადოებასთან ერთად, აქტიურად იმუშავებს არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის პოლიტიკის გატარებაზე, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ტრაგიკული შემთხვევა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შედეგად თბილისის 51-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე გარდაიცვალა. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი მოზარდი 2 დეკემბერს დააკავეს, მეორე ბრალდებული კი ამ დრომდე მიმალვაში იყო. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის სამი ადამიანია დაკავებული. შსს-ს ცნობით, შესაძლოა გაიზარდოს დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემ პირთა წრე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ორი მოსწავლის მკვლელობის საქმეზე 150 პირი დაიკითხა, თუმცა უმეტესობა გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]