"ურეკავდნენ და ტელეფონს რომ არ უპასუხა, მივიდნენ და ნახეს რომ ძირს ეგდო და გადაფარებული ჰქონდა. სისხლის კვალიც იყოო, ასე თქვეს", - ამბობს გარდაცვლილის ერთ-ერთი მეზობელი.
შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. მოკლული ნადია პაპუკიშვილი სახლში მარტო ცხოვრობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.