„სასწრაფო დახმარებამ შემოყვანა 57 წლის მამაკაცი, რომელსაც ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე. ჩაუტარდა კვლევები, პაციენტი ითვლება კრიტიკულად, რომელიც გადაყვანილი იქნა კრიტიკული ცენტრის განყოფილებაში“, - ციტირებს ექიმის კომენტარის აჭარის ტელევიზია.
მშენებლობაზე მძიმე ტექნიკა 4 დეკემბერს, საღამოს გადაბრუნდა. ქვეშ მოყოლისი მამაკაცის გამოსაყვანად მაშველების დახმარება გახდა საჭირო.
პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.