„ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ დედას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა წარსულშიც რამდენჯერმე მიაყენა. დაკავებული ჩადენილს აღიარებს“, - აცხადებენ შს სამინისტროში.
მომხდარზე გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს.
შს სამინისტროს სტატისტიკური მონაცმებით, 2017 წელს გურიაში ოჯახში ძალადობის 48 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც სისხლისსამართლებრივი დევნა 41 შემთხვევაში დაიწყო.