weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კიევში მიხეილ სააკაშვილი დააკავეს

12:45 სამშაბათი, 05 დეკემბერი 2017

უკრაინელმა სამართალდამცავებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კიევში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს და შენობიდან გამოიყვანეს. მიხეილ სააკაშვილი სახლის სახურავზე იყო ასული, სადაც მას შემდეგ ავიდა, რაც დღეს დილით მისი ბინის გასაჩხრეკად გენერალური პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ.

ამ დროისთვის უცნობია, რისთვის დააკავეს მიხეილ სააკაშვილი. მის სახლთან ასობით მხარდამჭერი შეიკრიბა და ისმოდა შეძახილები „სირცხვილი!“, „მიშა!“ და „იმპიჩმენტი“. დაკავებულის შენობიდან გამოყვანის დროს სამართალდამცავებსა და მხარდამჭერებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

„პოროშენკოს რეჟიმმა პუტინთან შეთანხმებით მიზნად დაისახა ჩემი დაკავება და საქართველოს ან უკრაინის ციხეში გამომწყვდევა. პუტინის ბრძანებით, ისინი აყალბებენ მონაცემებს, რათა არავინ თქვას, რომ პოროშენკო ქურდი და უკრაინელების მოღალატეა. ბანდა, რომელმაც უკრაინაში ხელისუფლება მიიტაცა, პასუხს აგებს“, - განაცხადა სააკაშვილმა სახურავზე ყოფნის დროს.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც ოქტომბერში სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა უმაღლესი რადას წინ კარვები გაშალეს. ამ დროისთვის იქ რამდენიმე აქტივისტია დარჩენილი. მათი ერთ-ერთი მოთხოვნა პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კანონის მიღებაა.

3 დეკემბერს კი კიევში, ე.წ. იმპიჩმენტის მარში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა ეს ყველაზე მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა იყო 2014 წლის „ევრომაიდანის“ შემდეგ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]