უკრაინული მედიის ცნობით ხალხი სკანდირებს „მიხა პრეზიდენტად“. მიხეილ სააკაშვილმა ხალხს მოუწოდა, რომ მას რადას შენობასთან გაყვნენ, რათა პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოითხოვონ.
„საკუთარ სიცოცხლეს უკრაინის თავისუფლებას,ოლიგარქებისა და ბარიგებისგან მის გათავისუფლებას შევწირავ. მინდა ყველა კიეველს მოგიწოდოთ, გამოხვიდეთ ქუჩაში“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი დღეს დილით დააკავეს. მის მხარდამჭერებს რამდენიმე საათის განმავლობაში ალყაში ჰქონდათ მოქცეული სპეცრაზმის მიკროავტობუსი, რომელითაც სააკაშვილი გადაჰყავდათ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც გულისხმობს დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევას და მისი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას.