„პაციენტები მრავლობითი ტრავმებით შემოიყვანეს. ორივე მათგანს სახე-ძვლის მოტეხილობები და ტვინის შერყევა აღენიშნებათ, ერთს კი ტრავმა გულ-მკერდის არეში აქვს მიღებული. ქირურგიული ჩარევა ხვალისთვის არის დაგეგმილი“, - განაცხადა ხათუნა ჭონიაშვილმა.
პოლიციამ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი მანევრირების წესის დარღვევა გახდა.