საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე. ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით დაწესებული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.