მკვლელობა 3 დეკემბერს მოხდა. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალს მისსავე საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. 68 წლის ქალი მიყენებული ჭრილობის შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
„სამართალდამცავებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო“, - აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.