weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბოლნისის მერია 108 000 ლარის ღირებულების 5 ავტომანქანას ყიდულობს

12:05 ოთხშაბათი, 06 დეკემბერი 2017

ბოლნისის მერიამ ხუთი ავტომანქანის, მათ შორის, ორი ჯიპის, შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ავტომანქანების შესაძენად ბიუჯეტიდან 108 000 ლარია გამოყოფილი.

ელექტრონული ტენდერები ავტომანქანების შესყიდვისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2017 წლის 5 დეკემბერს გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების წარდგენა 11 დეკემბერს დაიწყება და 13 დეკემბერს, 13:00 საათზე დასრულდება. 

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, 2 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომანქანა 2008-2009 წლების შემდეგ უნდა იყოს გამოშვებული, ხოლო დანარჩენი 3 ერთეული მსუბუქი ავტომანქანა - 2011 წლის შემდეგ. ავტომანქანებს უნდა ჰქონდეს ავტომატური გადაცემათა კოლოფი, უსაფრთხოების ბალიშები და ტყავის სალონი.  

ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილი თანამდებობას 2017 წლის 12 ნოემბრიდან იკავებს. მანამდე, 2016 წლის 21 ნოემბრიდან, იგი იმავე მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო, 2014 წლის 30 ივლისიდან კი გამგებლის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

 

მსგავს თემაზე:

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი 115 600 ლარიან ჯიპს ყიდულობს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]