ლუკა ლომთაძე სან დიეგოს უნივერსიტეტში კომპიუტერული ინჟინერიის მესამე კურსის სტუდენტია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ უნივერსიტეტის სტუდენტი Facebook-ში დასაქმდა.
„ჯერ კიდევ მეხუთე კლასში დავწერე ჩემი პირველი კოდი და გადავწყვიტე, პროგრამისტი გამოვსულიყავი. იმ დროიდან მოყოლებული, უამრავ პროექტზე ვიმუშავე, რომელთა უმეტესობა ამჟამადაც აგრძელებს არსებობას. Facebook-ში მოხვედრა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო და ვიცოდი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მივაღწევდი დასახულ მიზანს“,- ამბობს ლუკა ლომთაძე.
ლუკა ლომთაძე Facebook-ის სათავო ოფისში სამუშაოდ 2018 წლის ზაფხულში გაემგზავრება. სან დიეგოს უნივერსიტეტის ინფორმაციით, ყოველწლიურად Facebook-ში 250 000 აპლიკაცია შედის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების განხრით, საიდანაც სტატისტიკურად მხოლოდ 0.132%-ს იღებენ სტაჟირებაზე.