weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

მალთაყვაში ფეხბურთის მსაჯის ილო ტუღუშის ცხედარი იპოვეს

00:03 ხუთშაბათი, 07 დეკემბერი 2017

ლანჩხუთისა და ფოთის მიმდებარე ტერიტორიაზე, მალთაყვაში, ზღვის პირას მდებარე ნაძვნარში ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მსაჯის, 33 წლის ილო ტუღუშის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ილო ტუღუში მოკლეს. მეუღლე ეკა ტუღუში აცხადებს, რომ მკვლელობა სავარაუდოდ თანხას უკავშირდება.

„სამნი იყვნენ. ფეხბურთში არიან გარეულები. გუშინ აქ მომაკითხეს, რაღაც თანხაზე იყო საუბარი. ეძებდნენ ჩემს ქმარს, არ ვიცი რა მოხდა. 5000 ლარს ითხოვდნენ. მოკლულია ჩემი ქმარი. მე არავის დავინდობ“, - განაცხადა გარდაცვლილის მეუღლემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ჩვენთან, სახლში იყვნენ მოსულები, ფედერაციიდან ვართო. ორი ბათუმიდან იყო. არ გაახმიანოთო, გვეუბნებოდნენ. შვილი მომიკლეს, მაგრამ რაზე მომიკლეს, არვიცი“, - ამბობს გარდაცვლილის დედა მანანა ტუღუში.

ილო ტუღუში ოჯახის წევრებთან ერთად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში ცხოვრობდა. მალთაყვა, სადაც ცხედარი ნახეს, საცხოვრებელი ადგილიდან დაახლოებით 15 კილომეტრით არის დაშორებული. ილო ტუღუშს მეუღლე და 3 შვილი დარჩა. ის მსაჯობდა როგორც ეროვნულ მატჩებზე, ასევე მთავარ ლიგაში.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]