weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა

11:30 ხუთშაბათი, 07 დეკემბერი 2017

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადავა.

„დროა, ოფიციალურად ვაღიაროთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად. ეს წინა პრეზიდენტების კამპანიის მთავარი დაპირება იყო, რომელიც ვერ შეასრულეს, მე კი დღეს ის სისრულეში მომყავს“, - განაცხადა ტრამპმა 6 დეკემბერს, თეთრ სახლში გამოსვლისას.

ტრამპმა თქვა, რომ კვლავაც აპირებს ყველაფერი გააკეთოს სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, რომელიც მისაღები იქნება როგორც ისრაელისთვის, ისე პალესტინელებისთვის.

იერუსალიმის სტატუსი, ქალაქის, სადაც მუსლიმებისთვის, ქრისტიანებისა და ებრაელებისთვის წმინდა ადგილები მდებარეობს, ერთ-ერთ მთავარ სირთულეს წარმოადგენს ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის პროცესში.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტრამპის განცხადებას „ისტორიული“ უწოდა. თუმცა, პალესტინელთა ლიდერმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ „იერუსალიმი პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქია“ და ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები ვეღარ იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებებში მედიატორის როლის შემსრულებელი.

გუშინ, პალესტინელებმა პროტესტის ნიშნად იესოს დაბადების ადგილას, ბეთლემში საშობაო განათება ჩააქრეს.

ტრამპის გადაწყვეტილება დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გააკრიტიკეს. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობაც არ იზიარებს აშშ-ის პრეზიდენტის ამ პოზიციას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]