weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

TDI-მ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

16:16 ხუთშაბათი, 07 დეკემბერი 2017

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. გამგეობამ TDI-ს უარი უთხრა სოფელ მოხეში ახალი მეჩეთის მშენებლობის შესახებ საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე.

TDI-მ სარჩელით ითხოვსგამგეობას საჯარო ინფორმაციის გაცემა დაევალოს. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო.                                           

TDI-მ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან  სოფელ მოხეში მშენებარე ახალი მეჩეთის თაობაზე საჯარო ინფორმაცია 19 ოქტომბერს გამოითხოვა, მათ შორის, მეჩეთის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული სამართალწარმოების მასალები.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაქარია ენდელაძემ 25 ოქტომბრის წერილში დაადასტურა, რომ სოფელ მოხეში მეჩეთი შენდება და დასრულებულია ნაგებობის პირველი სართული. წერილში არ არის პასუხი გაცემული მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხზე და არც საქმის წარმოების შესაბამისი დოკუმენტაციაა დართული, რაც ახალი მეჩეთის მშენებლობის კანონიერებას დაადასტურებდა.

2017 წლის 2 ნოემბერს TDI-მ ხელმეორედ მიმართა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას მეჩეთის მშენებლობის ნებართვის შესახებ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, თუმცა გამგებელმა ნებართვის შესახებ განმცხადებელს დოკუმენტი არც ამჯერად მიაწოდა.

მოხეში მცხოვრები მუსლიმი თემი წლების მანძილზე ითხოვდა ამავე სოფელში მდებარე „სადავო ნაგებობის“ მათთვის გადაცემას. აღნიშნული შენობა 2007 წლიდან ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრება იყო. 2014 წლის ოქტომბერში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, შეიქმნა ე.წ. „მოხეს კომისია“ რომელსაც ნაგებობის ისტორიულ-კონფესიური წარმომავლობა უნდა შეესწავლა. სახალხო დამცველი და რელიგიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები კომისიას აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ორი წლის განმავლობაში კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამს. 2016 წლის ოქტომბერში მოხეში მუსლიმებმა ლოცვა სადავო შენობაში დაიწყეს. მალევე პოლიციამ შენობაში შესასვლელი გადაკეტა, რის შემდეგაც მუსლიმები პროტესტის ნიშნად, ყოველ პარასკევს „სადავო შენობის“ წინ ლოცულობდნენ. 2017 წლის 11 მაისს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში მეჩეთის მშენებლობის მიზნით საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთი; ე.წ. „მოხეს შენობა“ შევიდა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა ნუსხაში, როგორც „სადავო ნაგებობა“ და ის ადიგენის მუნიციპალიტეტიდან სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]