ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ტრაილერების მოძრაობა აიკრძალა თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზეც.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ15-კმ88 მონაკვეთზე, ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ80-კმ97 მონაკვეთზე, ახალციხე-ნინოწმინდა (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა–სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე და ახალქალაქი-კარწახი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე აკრძალულია ტრაილერების და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვის გამო, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე აიკრძალა ტრაილერების და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.