weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დიდთოვლობის გამო მთიანი აჭარის 100-ზე მეტ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

13:23 პარასკევი, 08 დეკემბერი 2017

მაღალმთიან აჭარაში, ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტებში გადაუღებლად თოვს. თოვლის საფარმა სოფლებში 1.5 მეტრს მიაღწია. ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების 100-მდე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა ხულოს მუნიციპალიტეტის 43, შუახევის 28 და ქედისმუნიციპალიტეტის ერთ საჯარო სკოლაში. მუშაობა შეწყვიტეს საბავშვო ბაღებმაც.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის გოჩა მელაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტში სამაშველო სამსახური და სპეცტექნიკა მობილიზებულია, რომ სოფლებთან მისასვლელი გზები არ ჩაიკეტოს და საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გარეშე არ დარჩეს.

დიდთოვლობაა შუახევის მუნიციპალიტეტშიც. თოვლმა სოფლებში მისასვლელი გზები ჩაკეტა. შუახევის მერის ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით, გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. 35 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება მთლიან მუნიციპალიტეტს.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მეწყერი ჩამოვიდა ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზვარესა და გობრონეთში, რის გამოც ბათუმი ახალციხის მაგისტრალზე ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდა.

ქედის მუნიციპალიეტეტის მერის მოადგილის, როლანდ ბერიძის თქმით, გზის გაწმენდაზე საგზაო დეპარტამენტის 17 ერთეული ტექნიკა მუშაობს და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღის ბოლომდე ყველა მიმართულებით აღდგება.დიდთოვლობისგან შექმნილი პრობლემების გამო ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 10-ზე მეტი სოფელი ქედის მუნიციპალიტეტშიც. სასწავლო პროცესი შეწყდა ერთ სკოლაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 9 დეკემბრიდან დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]