weather cur horoscope tv
ოქტომბერი 01, 2022

ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდი“ სახელს იცვლის

13:52 პარასკევი, 08 დეკემბერი 2017

სასტუმრო და სამორინე „ლეოგრანდი“, სადაც 24 ნოემბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, არსებული სახელწოდებით ფუნქციონირებას წყვეტს.

„დაზარალებულთა პოზიციის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ამ სახელწოდებით სასტუმრომ ფუნქციონიერება აღარ გააგრძელოს. ბუნებრივიც არის, რომ დაზარალებულებისთვის ამ ბრენდის სახელის მოსმენა და ქალაქში ნახვა, ძალიან მძიმე და ტკივილის მიმყენებელი იქნება“, - განაცხადა „ლეოგრანდის“ იურისტმა კახა წერეთელმა „აჭარის ტელევიზიასთან“.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს.

როგორც შემთხვევის ადგილზე მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, სავარაუდოდ, შენობას სახანძრო უსაფრთხოების სისტემა არ ჰქონდა. თვითმხილველები კიამბობდნენ, რომ დაკვამლიანების შემდეგ როცა შუქი გაითიშა, სასტუმროში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა ჩაირთო და წყალი იღვრებოდა, თუმცა ადამიანებს სუნთქვა მაინც უჭირდათ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის სულხან ღლონტის განცხადებით, იმის გამო, რომ სასტუმრო „ლეოგრანდმა“ სახანძრო უსაფრთხოების ნაწილში კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა, ობიექტმა 2017 წელს ტურიზმის დეპარტამენტის ხარისხის ნიშანი ვერ მიიღო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო-უსაფრთხოების ნორმების დარღვევას. ამ მუხლის მიხედვით, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ამ დროისთვის გამოძიებას სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ მიუცია.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ლეოგრანდი“ 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა. სასტუმროს საზეიმო გახსნის ღონისძიებაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]