weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსთავში მე-18 სკოლაში მოსწავლეს ელექტროშოკის აპარატი აღმოაჩნდა

16:14 პარასკევი, 08 დეკემბერი 2017
რუსთავში მე-18 სკოლაში მოსწავლეს ელექტროშოკის აპარატი აღმოაჩნდა ფოტო © ქვემო ქართლის ტელეკომპანია

ქალაქ რუსთავის მე-18 სკოლაში მანდატურმა მე-10 კლასის მოსწავლეს ელექტროშოკის აპარატი აღმოუჩინა, რის შემდეგაც სკოლაში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

სკოლის დირექტორის, ნატალია ჯავახიშვილის განცხადებით, ბავშვი, რომელსაც ელექტროშოკის აპარატი აღმოაჩნდა, მანდატურმა სკოლის გარე პერიმეტრზე შენიშნა. დირექტორის ინფორმაციით, მოსწავლემ განაცხადა, რომ მოწყობილობა ბაზრობაზე 80 ლარად იყიდა.

„სკოლაში ორი ცვლა გვაქვს. პირველ ცვლაში ქართული სექტორი სწავლობს, მეორე ცვლაში კი აზერბაიჯანული. როდესაც მეორე ცვლა შემოდის სკოლაში, მანდატური გარე პერიმეტრს აკონტროლებს. ჩვენი სკოლის გვერდით სამხატვრო სკოლაა. მანდატურმა შეამჩნია, რომ მე-10 კლასის მოსწავლესეკავა ფანარის მსგავსი ნივთი, რომელიც ხმას გამოსცემდა. მანდატურმა ბავშვი თავის ოთახში შეიყვანა, რის შემდეგაც პოლიცია გამოვიძახეთ. დაადასტურეს, რომ ეს არის ელექტროშოკი“, - ციტირებს სკოლის დირექტორის კომენტარს ქვემო ქართლის ტელეკომპანია. 

მისივე თქმით, სკოლის მოსწავლე პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]