weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ცხინვალი ყაზბეგის რაიონის მკვიდრთა უფლებებს ყველა დონეზე დაიცავს - ანატოლი ბიბილოვი

19:18 პარასკევი, 08 დეკემბერი 2017

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ცხინვალი უყურადღებოდ არ დატოვებს ყაზბეგის რაიონის იმ მკვიდრთა პრობლემებს, რომელთაც „საქართველოს ხელისუფლება ისტორიულ სამშობლოში არ უშვებს“.

ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულიგანცხადების მიხედვით, ბიბილოვმა ამის შესახებ საზოგადოება „დარიალის“აქტივისტებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. „აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც წარმოშობით ყაზბეგის რაიონიდან არიან, არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველო არღვევს მათ უფლებას, მოინახულონ საკუთარი სახლები, წინაპართა საფლავები და ურთიერთობა ჰქონდეთ ნათესავებთან, ისტორიულად ოსებით დასახლებულ რეგიონში“, - ნათქვამია განცხადებაში

მათივე ცნობით, ბიბილოვთან შეხვედრას ესწრებოდა საზოგადოებრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე გაირბეკ სალბიევიც. 

„ჩვენი პრობლემები, რომელთა შესახებაც დიდი ხანია ვლაპარაკობთ, უყურადღებოდ არ რჩება, მაგრამ ამავე დროს საჭიროაახალი ბერკეტების მოძიება, საკითხის გადასაჭრელად ახალი ორგანიზაციების ხელშეწყობა. მე მოვამზადე მიმართვა სამხრეთ ოსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის (ალანიის) პრეზიდენტების, ასევე ორივე რესპუბლიკის პარლამენტების სახელზე, რომლებმაც, ჩემი აზრით ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია უნდა დააფიქსირონ“, - განაცხადა სალბიევმა. 

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ესა თუ ის პრობლემა, რომელიც ოსი ხალხის წინაშეა, არ შეიძლება ჩაითვალოს სამხრეთის ან ჩრდილოეთისთვის ცალკე პრობლემად, ეს არის ჩვენი საერთო პრობლემები. ამიტომაც, სამხრეთ ოსეთი მზადაა დაიცვას „ტირსიგომის“ მცხოვრებლების ინტერესები ყველა შესაძლო დონეზე. სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ეს საკითხი ჟენევის მოლაპარაკებებზეც დააყენა“, - განაცხადა ბიბილოვმა. 

„სპუტნიკ-ოსეტია“ წერს, რომ 2017 წლის ივლისში ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველოში არ შეუშვეს ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებლები, რომლებიც წარმოშობით ყაზბეგის რაიონის სოფელ კობიდან არიან. რუსული მედიის ინფორმაციით, ისინი მშობლიურ სოფელში რელიგიური დღესასწაულის აღსანიშნავად მიდიოდნენ. „მათ პასპორტებში 5 წლიანი დეპორტაციის ბეჭედი მიიღეს, მოგვიანებით კი, ზემდგომი პირის ბრძანების საფუძველზე განუცხადეს, რომ სოფელ კობში ვერცერთი ოსი ვერ შევა“, - წერსრუსული გამოცემა „სპუტნიკი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]