weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

9 თვეში საქართველოში 22 ქალი მოკლეს

23:22 პარასკევი, 08 დეკემბერი 2017

2017 წლის 9 თვეში საქართველოში 22 ქალი მოკლეს, საიდანაც 13 ოჯახში ძალადობის პირობებში იყო ჩადენილი. მაღალია მკვლელობის მცდელობის რიცხვიც. ფემიციდის სიმრავლე შემაშფოთებელია, - აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ხელი შეეწყოს გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრას, მათ შორის, ქალთა მიმართ ძალადობასთან მჭიდროდ დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას, როგორიცაა ქალთა დაბალი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ეკონომიკური დამოუკიდებლობის არარსებობა.

ყველა ჩვენგანმა ვიცით, რომ ბევრი ქალი ითმენს ძალადობას, სწორედ ეკონომიკური დამოუკიდებლობის არ არსებობის გამო. სათანადოდ არ გვესმის ქალთა ხმა, მათი საჭიროებების, პრობლემების შესახებ. ვერ ვხედავთ ქალებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს და უპირველესად, სწორედ ამ მიმართულებით უნდა გავაძლიეროთ ერთობლივი ძალისხმევა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა 2017 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირება, ასევე, ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენისა და დაცვის ღონისძიებების გამოყენების მაჩვენებლის გაზრდა. ამასთან, ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაზრდილი მიმართვიანობის ფონზე კვლავ პრობლემურია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის რისკის შეფასება და დამცავი მექანიზმების აღსრულების ეფექტიანი მონიტორინგი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]