weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გარემოვაჭრეებს გასაყიდად გამოტანილი საქონელი უსასყიდლოდ ჩამოერთმევათ

10:45 პარასკევი, 12 მაისი 2017

დღეიდან თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო გარევაჭრობის აღკვეთისას სამართალდამრღვევ პირებს გასაყიდად გამოტანილი საქონელი ჩამოერთმევათ, რის შემდეგაც მისი კონფისკაცია მოხდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის საკრებულომ 2017 წლის 8 მაისს მიიღო.

უნებართვო გარემოვაჭრებისთვის ჩამორთმეული საქონელი დედაქალაქის მუნიციპალურ საკუთრებაში გადავა და პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცემა იმ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობის მიზანი სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული, თავშესაფარში მცხოვრები ან სხვა სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის მომსახურების გაწევაა. 

ის ქონება, რომელიც არ ექვემდებარება გადაცემას, უნდა განიკარგოს ან განადგურდეს  კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. 

ადმინისტრაციულ ღონისძიებებს ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური განახორციელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]