weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სპეცოპერაციის შედეგად დაზიანებული კორპუსის აღსადგენად 300 000 ლარი გამოიყო

15:44 შაბათი, 09 დეკემბერი 2017

თბილისის მერიამ 300 ათასი ლარი გამოყო, 21-22 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად დაზიანებული კორპუსის აღდგენითი სამუშაოებისთვის. მერიის ინფორმაციით, კეთილმოწყობის სამსახური სამუშაოებს 10 დეკემბრიდან დაიწყებს.

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ხუთი ბინა სრულად არის აღსადგენი, ორ ბინას კი მცირე დაზიანებები აქვს.

„თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ დაასრულა შემოწმება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხოა. უახლოეს პერიოდში დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს და დასრულებისთანავე მოსახლეობას იქ ცხოვრება შეეძლება“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

საცხოვრებელი კორპუსი ორმხრივი სროლისა და აფეთქებების შედეგად დაზიანდა. დაახლოებით 20 საათიანი სპეცოპერაციის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ერთი ადამიანი დააკავა, დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი კი ლიკვიდირებულია. 1-ელ დეკემბერს სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სპეცოპერაციის შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილი ახმედ ჩატაევია. წინასწარი ინფორმაციით, მან თავი აიფეთქა. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა 4 სამართალდამცავი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]