საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვა გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SKADA) განახლების მიზნით წესდება. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, ღამის 00:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.