weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში დავით ასათიანი 496 ხმით ლიდერობს

19:44 კვირა, 10 დეკემბერი 2017

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებს 496 ხმით დავით ასათიანი იგებს, თუმცა მეორე და მესამე ადგილზე გასული კანდიდატები ლევან ჯანაშია და დავით ლანჩავა არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ. მათი თქმით, არჩევნები ასათიანის სასარგებლოდ გაყალბდა.

9 დეკემბერს გამართული არჩევნების შედეგად ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის ხმები ასე განაწილდა: დავით ებრალიძე - 31 ხმა; გრიგოლ გაგნიძე - 3 ხმა; ვასილ ოსეფაშვილი - 3 ხმა; ვაჟა ჯაოშვილი -2 ხმა; იასონ ბესელია - 10 ხმა; ირმა ჭკადუა - 53 ხმა; დავით ლანჩავა - 160 ხმა; ელგუჯა ჩხაიძე - 3 ხმა; ლევან ჯანაშია - 632 ხმა; ონისე მარგიანი -2 ხმა; ალექსი კობაიძე - 1 ხმა; დავით ასათიანი - 1128 ხმა.

ლევან ჯანაშიას განცხადებით, გუშინდელ არჩევნებში უამრავი დარღვევა დაფიქსირდა. "ადგილი ჰქონდა დაუდასტურებელ ბიულეტენებს, არ იყო დამოწმებული ბეჭდებით, ბიულეტენების რაოდენობა აღმოჩნდა გაცემული ბიულეტენების, ანუ გამოცხადებული ადვოკატების რაოდენობაზე მეტი. ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, სადაც კომისიის წევრებს ჩანთაში ეწყოთ ბიულეტენები. ადგილი ჰქონდა ფაქტებს, როდესაც კომისიის წევრებს ხელში ეჭირათ ბიულეტენები. აბსოლუტურად ყველა ბიულეტენი გაყალბდა დავით ასათიანის სასარგებლოდ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თავიდან ბოლომდე საარჩევნო პროცესის ნამდვილობა დგას ეჭქვეშ და ეს არჩევნები არ არის ნამდვილი. არჩევნების შედეგი უნდა იყოს ბათილად ცნობილი. მეორე ტურს რაც შეეხება, მეორე ტურის შესაძლებლობა შესაძლოა იყოს იმ შემთხვევაში, თუკი პირველი ტური ასახავს რეალობას", - განაცხადა ჯანაშიამ.

მისივე თქმით, ხმის დამთვლელ კომისიაში არის 15 წევრი. "აქედან 2 მოხსნილი იყო სწორედ იმ ბიულეტენების ფაქტებზე, რაზეც ვსაუბრობთ. ერთმა წევრმა თავი შეუძლოდ იგრძნო და აღარ გააგრძელა ხმის დათვლის პროცედურა. დარჩენილი 12 წევრიდან ხმები გაიყო არჩევნების ნამდვილობასთან დაკავშირებით. 6 წევრი თვლიდა, რომ არჩევნები არის ბათილი, დანარჩენი 6 - პირიქით. გამომდინარე იქიდან, რომ შეთანხმება ვერ მოხერხდა, ამავდროულად კომისიის წევრებმა უარი განცხადეს ოქმების შედგენაზე, 6 წევრმა და დამკვირვებლებმა დატოვეს ხმის დათვლის პროცესი. ახლა კომისიაში დარჩენილია 6 წევრი, რომლებიც არ ვიცი რა შედეგების გამოქვეყნებას აპირებენ ან რა პროცესს აგრძელებენ", - აღნიშნა ჯანაშიამ.

დავით ასათიანი ლევან ჯანაშიას მეორე ტურს სთავაზობს. "ყოველგვარ კონფრონტაციას ვემიჯნები და მეორე ადგილზე გასულ ლევან ჯანაშიას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ვთავაზობ. ადვოკატთა კორპუსმა ერთად გადაწყვიტოს ვინ იქნება ასოციაციის თავმჯდომარე. თუ ბატონი ჯანაშია მართლაც არის დამოუკიდებელი კანდიდატი და დამოუკიდებელი ფიგურა ამ არჩევნებში და არ გააჩნია გარკვეული გავლენები სხვა პირთა მხრიდან, თუკი მას ამოძრავებს ადვოკატთა ასოციაციის ინტერესები, დაუბრუნდეს ლეგიტიმურ პროცესს. დააბრუნონ მათი კანდიდატები საარჩევნო კომისიაში, ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა და გამოვაცხადოთ მეორე ტური. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ქმედება ასოციაციის დისკრედიტაციის, ერთიანობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებად ჩაითვლება, რაც ასოციაციის გახლეჩვას გამოიწვევს. გვესმის საუბარი ბიულეტენების გაყალბებაზე. საერთო ჯამში არის 5 – 7 ბიულეტენი, მაშინ, როცა არჩევნები 500 ხმით გვაქვს მოგებული და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს 5,7 თუ 30 ბიულეტენს, - განაცხადა ასათიანმა.

იმ შემთხვევაში თუ მეორე ტური დაინიშნება, მასში მონაწილეობას პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები მიიღებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]