weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ახმეტაში, თელავში, გურჯაანსა და ყვარელში მოქალაქეებმა პოლიციას იარაღი ჩააბარეს

13:26 ორშაბათი, 11 დეკემბერი 2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთხმა მოქალაქემ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს დუისის განყოფილებაში, ასევე, თელავის, ყვარლისა და გურჯაანის რაიონულ განყოფილებებში სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, სულ ჩაბარებულია: გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“, „პგ“-ს ტიპის ხელყუმბარა, 600 გრამი ფეთქებადი ნივთიერება ტროტილი, 120 გრამი ფეთქებადი ნივთიერება „ამონალი მაგნიუმ 365“, 2 პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის 299 საბრძოლო ვაზნა.

ექსპერტიზის დასკვნით, ჩაბარებული იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია.

პირები, რომლებმაც იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარეს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]