weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დედოფლისწყაროს მერი 45 000 ლარიან „ჯიპს“ ყიდულობს

13:30 ორშაბათი, 11 დეკემბერი 2017

დედოფლისწყაროს მერიამ მაღალი გამავლობის ავტომანქანის შესაძენად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. „ჯიპის“ შესყიდვის მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45 000 ლარია გამოყოფილი.

„ჯიპის“ შესყიდვისთვის ტენდერი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ 2017 წლის 11 დეკემბერს გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების წარდგენა 16 დეკემბერს დაიწყება და 19 დეკემბერს, 16:30 საათზე დასრულდება. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ავტომანქანა უნდა იყოს 2012 წლის შემდეგ გამოშვებული, მარცხენასაჭიანი, რუხი ან ვერცხლისფერი, ალუმინის დისკებით, კარგ მდგომარეობაში მყოფი. 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამდებობის პირებს დღეისათვის 6 ავტომანქანა ემსახურება: „მიცუბიში პაჯერო“ (გამოშვებული 2003 წელს), „მერსედესი E 320“ (2000 წ.), „ოპელ-ომეგა“ (1994 წ.), „ოპელ-ვექტრა“ (1996 წ.), „ვაზ-2106“ (2001 წ.) და „ნივა ვაზ 21214“ (2005 წ.).

დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 2017 წლის 12 ნოემბერს შეუდგა. 2014 წლის ივნისიდან, მას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი იყო „პროკრედიტ ბანკის“ წნორის ფილიალის მმართველი. ნიკოლოზ ჯანიაშვილი საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრისა და კახეთის ყოფილი გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის მეგობარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]