weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

თელავში სასურსათო მაღაზია გაქურდეს

16:31 ორშაბათი, 11 დეკემბერი 2017

თელავში, ალაზნის გამზირზე, სასურსათო მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ქურდებმა კედელი გამოანგრიეს და მაღაზიაში ისე შეაღწიეს.

მაღაზიის მფლობელები ზარალის ოდენობას ამ დრომდე ითვლიან. მათი ინფორმაციით, პროდუქცია საწყობიდან არის გატანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ პოლიციას მომხდართან დაკავშირებით ამ დროისთვის არავინ დაუკავებია. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]