weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ქორწინების წასახალისებლად ჭიათურას 70 საქორწინო კაბა გადასცეს

17:28 ორშაბათი, 11 დეკემბერი 2017

ჭიათურაში, მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია „მარიგოლდის“ ორგანიზებით, პირველი დემოგრაფიული ფორუმი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც რიტუალების სახლს 70 საპატარძლო კაბა საჩუქრად გადაეცა. საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის დირექტორის, თამარ ჩიბურდანიძის ინფორმაციით, კაბას საჩუქრად ის ქალები მიიღებენ, რომლებიც 2018 წლის მაისამდე დაქორწინდებიან.

ჭიათურაში გამართული ღონისძიების თემა მთის განვითარება, შობადობა და ქორწინების წახალისება იყო. დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში ჭიათურის ქუჩებში საქორწინო კაბების პოდიუმი მოეწყო. მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ნადირაძემ და კომპანია „მარიგოლდის“ თავმჯდომარემ თამარ ნადირაძემ სამი ხანზამული და სამი ახლადდაქორწინებული წყვილი დაასაჩუქრეს.

„ახლად დაქორწინებულმა წყვილებმა პირობა დადეს, რომ მინიმუმ 3 შვილს გაუჩენენ ქვეყანას“, - ამბობს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის დირექტორი თამარ ჩიბურდანიძე.

პირველი დემოგრაფიული ფორუმი საქართველოში 9-დან 21 დეკემბერის ჩათვლით, დემოგრაფიული აღორძინების ფონდისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივით, ასევე, ხელისუფლების ჩართულობით იმართება. ფორუმი ეძღვნება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების 40 წლის იუბილეს. 19 დეკემბერს დემოგრაფიულ ფორუმს საქართველოს პარლამენტი უმასპინძლებს, ბოლოს კი გაიმართება შეხვედრა ილია მეორესთან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]