weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

2017 წელს აჭარაში 144 ტყუპი დაიბადა

12:41 სამშაბათი, 12 დეკემბერი 2017

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2017 წელს აჭარაში 144 ტყუპი ბავშვი დაიბადა. სამინისტროს ინფორმაციით, 70 ოჯახს, ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, თითოეულ ტყუპზე 1000 ლარი გადაეცა.

„დღეს არსებული მდგომარეობით ყველაზე მეტი ტყუპები ბათუმში დაიბადნენ. აქ ფულადი დახმარება 38 ოჯახს გადაეცა. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ტყუპები 13 ოჯახს ეყოლა, შუახევში - 8 ოჯახს, ხელვაჩაურში - 6 ოჯახს, ხულოში 4 ოჯახს, ქედაში კი 1 ოჯახს“, - განაცხადა სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ინდირა ნაკაიძემ.

ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამის ფარგლებში წელს ჯამში 144 000 ლარი დაიხარჯა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პროგრამა 2018 წელსაც გაგრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]