weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

საქართველოში გაყიდულ ბავშვთა კვების პროდუქტებში შესაძლოა სალმონელა იყოს

15:30 სამშაბათი, 12 დეკემბერი 2017

საფრანგეთმა ჩვილ ბავშვთა საკვების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია Lactalis-ის პროდუქციის გაყიდვა აკრძალა და 2017 წლის 15 თებერვლის შემდეგ დამზადებული საკვების საერთაშორისო ბაზრიდან ამოღება ბრძანა. ამის მიზეზი რძის ფხვნილში სალმონელას ბაქტერიის აღმოჩენა გახდა. იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება, საქართველოც არის.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, Lactalis-ის საკვების იმპორტიორ ქვეყნებს შორის, საქართველოს გარდა, არიან ჩინეთი, ტაივანი, პაკისტანი, ავღანეთი, ერაყი, მაროკო, ლიბანი, სუდანი, რუმინეთი, სერბეთი, საბერძნეთი, ჰაიტი, კოლუმბია და პერუ. ზოგიერთი პროდუქტი ასევე განკუთვნილი იყო რეგიონული ბაზრებისთვის, მათ შორის აფრიკისა და აზიისთვის.

საფრანგეთში, დეკემბრის დასაწყისში, ბავშვების სალმონელათი ინფიცირების 20 შემთხვევა გამოვლინდა, რის შემდეგაც ბაზრიდან Lactalis-ის 12 დასახელების პროდუქტი ამოიღეს. საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, აიკრძალა Milumel-ის, Celia-ს და Picot-ის პროდუქციის გაყიდვა ან ექსპორტი. აკრძალული პროდუქტების სრული სია საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში დღეს განაცხადეს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მიიღეს შეტყობინება საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებში სალმონელას შესაძლო არსებობის შესახებ, რის შემდეგაც სააგენტომ მოკვლევა დაიწყო.

„მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები და სურსათის ბაზრიდან გამოთხოვის პროცესი“, - განაცხადეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

სალმონელას ბაქტერია ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში ორალური გზით, ძირითადად დაბინძურებული ან უმი საკვენის მიღების შედეგად ხვდება. ინფექცია აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. ამ ბაქტერიის ზოგიერთი სახეობა ტიფის, პარატიფისა და სხვა სალმონელოზების გამომწვევი მიზეზი ხდება. სალმონელათი ინფიცირების სიპტომებია გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მუცლის სპაზმები, ფაღარათი, სიცხე, ციება და თავის ტკივილი.

„როიტერის“ ცნობით, Lactalis-ის წარმომადგენელმა მიშელ ნატელმა ტელევიზიით განაცხადა, რომ ნებისმიერი სალმონელა ბაქტერია რძის ორი წუთის განმავლობაში დუღილის შემთხვევაში მოკვდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]