weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დუშეთის რაიონში 27 მიმართულებით იაფი ტრანსპორტი იმოძრავებს

13:24 პარასკევი, 12 მაისი 2017

დუშეთის მუნიციპალიტეტში 27 მიმართულებით კვირაში ორჯერ ან ერთხელ იაფი ტრანსპორტი იმოძრავებს. მგზავრობის ღირებულება 50 თეთრიდან 1 ლარამდეა.

იაფი ტრანსპორტით სარგებლობა დუშეთის რაიონში გადაადგილების მსურველ ყველა პირს შეუძლია, მათ შორის ტურისტებსაც, რომლებსაც გუდამაყრის, ფშავის, პირაქეთა ხევსურეთის ან სხვა სოფლების დათვალიერება სურთ. 

როგორც „მთის ამბებს“ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა განუცხადა, წლების განმავლობაში დუშეთის სოფლების მცხოვრებლებს ძალიან უჭირდათ რაიონულ ცენტრამდე გადაადგილება, რადგან ბევრ სოფელში მოსახლეობის მცირე რიცხოვნობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობდა.

იაფი ტრანსპორტის პროგრამის ამოქმედება დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. 

პროგრამის დასაფინანსებლად დუშეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში 106 582 ლარია გათვალისწინებული. 

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, დუშეთის მუნიციპალიტეტში 25 659 ადამიანი ცხოვრობს. აქედან, დუშეთში 6167 ადამიანი, დაბა ჟინვალში 1828, დაბა ფასანაურში 1148, დანარჩენი სოფლებში. დუშეთის მუნიციპალიტეტში 287 სოფელია, აქედან 93 სოფელში 10–ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, 38 სოფელი კი უკვე ნასოფლარია.

მოძრაობის გრაფიკს გაეცანით „მთის ამბების“ ვებგვერდზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]