weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აჭარის მთავრობა 2017 წელს გამოშვებულ 2 ავტომანქანას ყიდულობს

16:27 სამშაბათი, 12 დეკემბერი 2017

აჭარის მთავრობამ 2017 წელს გამოშვებული 1 სპეციალიზებული „პიკაპის“ და 1 „სედანის“ ყიდვის მიზნით ტენდერი გამოცხადა. ავტომანქანების შეძენაზე აჭარის ბიუჯეტიდან სავარაუდოდ 129 200 ლარი დაიხარჯება.

ავტომანქანების შესყიდვისთვის ელექტრონული ტენდერი აჭარის ა/რ მთავრობის აპარატმა 2017 წლის 8 დეკემბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების წარდგენა 16 დეკემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს, 13:30 საათზე დასრულდება. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ორივე ავტომანქანა უნდა იყოს 2017 წელს გამოშვებული და ექსპლუატაციაში არმყოფი. სპეციალიზებული კლასის „პიკაპის“ შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან 80 500 ლარი, „სედანის“ შეძენისთვის კი 48 700 ლარია გამოყოფილი. 

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ახალი ავტომანქანების შემსყიდველისთვის მიწოდება მიმდინარე წლის 28 დეკემბრამდე უნდა მოახდინოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]