weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კარალეთში დევნილებს საახალწლო საჩუქრად წიწაკა დაურიგეს

22:41 სამშაბათი, 12 დეკემბერი 2017

გორის მუნიციპალიტეტში, კარალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ლიახვის ხეობიდან დევნილებს საახალწლო საჩუქრად ბულგარული წიწაკა დაურიგეს. თითო ოჯახს დაახლოებით 3-4 კილოგრამი წიწაკა შეხვდა. წიწაკა დევნილთა დასახლებაში სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა კახა მაისურაძემ დაარიგა.

"კარალეთის სანერგე მეურნეობამ გვცა პატივი. დაფასოებული წიწაკა გამოგვიგზავნეს და დავარიგეთ საჩუქრად", - აცხადებს გამგებლის წარმომადგენელი და უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ წიწაკა მუნიციპალიტეტმა საბიუჯეტო თანხით შეიძინა.

"ბავშვს გამოატანეს და მოიტანა. სახლში რომ ვყოფილიყავი, არ ავიღებდი. მთელი ოჯახი ჩემი მეუღლის პენსიის კმაყოფაზე ვართ, ინვალიდობის პენსია აქვს. ორი შვილიდან ერთი სტუდენტია, მეორე მოსწავლე. თავი ძლივს გაგვაქვს, რომ კომუნალური გადასახადებიც გადავიხადოთ და მშივრებიც არ დავრჩეთ. არანაირი შეღავათი აღარ გვაქვს და წიწაკას გვიგზავნიან. თვითონ პრემიებს იღებენ, ჩვენ ბულგარული წიწაკა", - ციტირებს qartli.ge ერთ-ერთი დევნილის, ფიქრია შველიძის კომენტარს.

"იმის მაგივრად, რომ ახალი წელი ტკბილად მოგვილოცონ, წიწაკა გამოგვიგზავნეს" - ამბობს დევნილი არსენ გოგიძე.

კარალეთში მცხოვრებთა ნაწილის თქმით, წიწაკის დიდი ნაწილი გადაყარეს, რადგან უვარგისი იყო.

კარალეთის დევნილთა დასახლებაში 2008 წლის ომის შემდეგ 480 ოჯახი ცხოვრობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]